Tax Consulting Group გთავაზობთ ინდივიდუალურად, კლიენტზე მორგებულ აუდოტორული მომსახურების სრულ პაკეტს:
· შიდა აუდიტი (რისკების ეფექტური მართვა)
შიდა აუდიტის ფუნქციაა მენეჯმენტის დარწმუნება ყველა უმთავრესი რისკის ეფექტურად მართვის შესახებ. ამისათვის შიდა აუდიტორი აფასებს რისკის მართვის პროცესების ხარისხს, შიდა კონტროლის სისტემებს და კორპორატიული მართვის პროცესებს მთელს ორგანიზაციაში. შიდა აუდიტორი ახორციელებს პირდაპირ ანგარიშგებას მენეჯმენტის უმაღლეს დონეზე.
· საგადასახადო აუდიტი
უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების ფონზე ყველა კომპანიისთვის სულ უფრო დიდი გამოწვევაა, ფეხი აუწყოს შემოსავლების სამსახურის ახალ რეგულაციებს და შესაბამის, რეგულარულ საკანონმდებლო ცვლილებებს. ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალური გუნდი გთავაზობთ განვიხილოთ თქვენი ოპერაციები დაბეგვრის კუთხით, გადავამოწმოთ დოკუმენტ-წარმოების პროცესი, გავიაროთ ყველა ტრანზაქცია, შევაფასოთ საგადასახადო რისკები და შევიმუშავოთ რეკომენდაციები. გთავაზობთ პროგრესულ გადაწყვეტილებებს თქვენი ძალისხმევის დასაზღვევად.
· თემატური აუდიტი (შერჩევითი)
საწარმოს სპეციფიკის გათვალისწინებით თემატური აუდიტი გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ კომპანიის ოპარაციების ხასიათი, სიხშირე, ტენდეციები და ტესტირებების გზით განვსაზღვროთ პოტენციური რისკის შემცველი სფეროები. თემატური აუდიტი დაგიზოგავთ ფინანსურ რესურსებს და დროს. სწორად დაგეგმილი აუდიტი მოგცემთ საშუალებას შეაფასოთ მიმდინარე პერიოდი და სწორი ორიენტირება გააკეთოთ მომავალ ბიზნეს პროცესებზე.
· ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი
ჩვენს ქვეყანაში აღრიცხვის წარმოების მთავარ საფუძველს წარმოადგენს ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები. მცირედი სხვაობების მიუხედავად, საგადასახადო კანონმდებლობა თანხვედრაშია და იზიარებს IFRS-ის მთავარ პრინციპებს. ჩვენი დამოუკიდებელი, სერტიფიცირებული, „ACCA“-ის კურსდამთავრებული პროფესიონალთა გუნდი, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით გთავაზობთ ფინანსურ აუდიტს.