აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Tax Consulting Group დაარსდა 2013 წელს. იგი დაკომპლექტებულია სერტიფიცირებული აუდიტორებით. Tax Consulting Group - მა თავისი გამოცდილებით, ასევე მაღალხარისხიანი, სრულყოფილი, პროფესიონალური და კვალიფიციური მომსახურების ხარჯზე, არსებულ ბაზარზე მოიპოვა ძალიან ბევრი მსხვილი კომპანიის ნდობა ( სს “ჯი-აი-სი“, ჯორჯიან ექსპრესი, შპს თბილისი ჯგუფი, შპს “ელემსი“, შპს მედიქალ პარკი საქართველო, აიპ ალიანსი მოსახლეობისა და განვითარებისთვის, საქართველო ცემენტი, შპს ორიონ გრუპი, შპს GOLDEN GRAINS, შპს DIAMOND & G, საქართველო ირანის გაერთიანებული სავაჭრო და სამრეწველო პალატა, შპს ვილა რეტა, სს საჩხერე გაზი, სს საჩხერე წყალი და სხვ.). Tax Consulting Group -ის მუშაობის სპეციფიკა სრულად არის მორგებული, როგორც ქართული ბაზრის, ასევე საერთაშორისო კომპანიების მოთხოვნებზე. კომპანია მოქნილი სერვის პაკეტებით ცდილობს დაზოგოს დამკვეთის დრო და ხარჯები, გაითვალისწინოს და დაიცვას ის საგადასახადო და ფინანსური რისკებისგან.
Tax Consulting Group როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ემსახურება და მათ აუდიტორულ, ბუღალტრულ, საკონსულტაციო და იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.
ჩვენს კომპანიაში საგადასახადო საკითხების მრჩევლად მოწვეულია ცნობილი საგადასახადო ექსპერტი, დოცენტი კონსტანტინე გორბატკოვი, რომელსაც აქვს საგადასახადო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი მონაწილეობას იღებდა საგადასახადო კოდექსის პროექტის შემუშავებაში, როგორც საგადასახადო ექსპერტი.
Tax Consulting Group - თქვენი ფინანსების პროფესიონალური მართვა!