• კომპლექსური საბუღალტრო მომსახურება „outsource”

 

გთავაზობთ სრულ საბუღალტრო მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების, ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინებით და აღრიცხვის უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ასევე გთავაზობთ საგადასახადო ორგანოებთან წარმომადგენლობას, ანგარიშსწორებას და  თვის ჭრილში ფინანსური ინფორმაციის წარმოდგენას.

 

 

 

  • ბუღალტერიის წარმოება ადგილზე  (თქვენი ბუღალტერი)

 

უღალტერია  ადგილზე გულისხმობს ჩვენი კვალიფიციური ბუღალტრის მიერ თქვენს ოფისში ბუღალტრის ან მთავარი ბუღალტრის ფუნქცია - მოვალეობების შესრულებას.  ჩვენი კომპანია პასუხისმგებელია, რომ მომაგრებული ბუღალტერი გაგიწევთ განახლებულ და ადეკვატურ კონსულტაციებს, უზრუნველყოფს საგადასახადო და სააღრიცხვო პრაქტიკაში ახალი ცვლილებების მონიტორინგს და შეასრულებს მაღალკვალიფიციურ საბუღალტრო მომსახურებას.


 

 

ბუღალტერიის აღდგენა - აწყობა

 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუ არ გიწარმოებიათ ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება, გადამხდელის ინტერესების მაქსიმაურად გათვალისწინებით აუდიტორული კომპანია Tax Consulting Group-ი იღებს პასუხისმგებლობას აღადგინოს ან შექმნას  თქვენი ბუღალტრული ჩანაწერები, შეასრულოს  შესაბამისი ანგარიშგება საბიუჯეტო სტრუქტურებთან ან ბიზნეს პარტნიორებთან  და მოგცეთ სრული, უტყუარი სურათი თქვენი ბიზნესის მდგომარეობის შესახებ.


 

 

 სააღრიცხვო სისტემისა და პროცედურების დაგეგმვა

 

ეფექტიანი მართვა დაგიზოგავთ დროს და შეამცირებს ფინანსურ რისკებს, ამის მიღწევა შეუძლებელია ბიზნეს პროცედურების გაანალიზების და სწორად დაგეგმვის გარეშე. შრომითი რესურსების დაზოგვა,  მიზნობრივ ამოცანებზე ფოკუსირება და დაგეგმვა, შეიძლება საარსებოდ მნიშვნელოვანი პირობა გახდეს თქვენი ბიზნესისათვის.

 

 

 

ბუღალტერია „დეკლარირება“

 

აუდიტორული კომპანია Tax Consulting Group  - ის ექსპერტ აუდიტორები ახორციელებენ  დამკვეთი კომპანიის ყოველთვიურ და ყოველწლიურ დეკლარირებას არსებული ინფორმაციის დამუშავებით და გაანალიზებით.  ყოველგვარი მიკერძოებულობის გამორიცხვით,  აკეთებს  ფინანსური  და საგადასახადო  შედეგების ანალიზს. 

   

 

 

სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება

 

ზოგადად ცნობილია, რომ საქართველოში არსებული საწარმოებიდან ძალიან ცოტა თუ ახერხებს იმუშაოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაციით. ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა იწყება სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებით, გაწეული შრომა და მცირე ფინანსური რესურსი განაპირობებს ბიზნეს პროცესების შეუფეხებლად და ხარჯების ეფექტურად მართვას.  


 

 

 ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, კონსოლიდაცია

 

ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლებს, დაინტერესებულ პირებს აუდიტორული კომპანია Tax Consulting Group-ი სთავაზობს აღრიცხვა-ანგარიშგებას საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით. ასევე გთავაზობთ  ფინანსური ანგარიშების მომზადებას და დახმარებას კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების შედგენაში და რესტრუქტურიზაცია ან ლიკვიდაციის შემთხვევაში შესაბამისი ფინანსური ინფორმაციის გენერირებაში. 

შეავსე კითხვარი